-
ავტორი
- კატეგორიები: ინჟინერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
გორგიძე ივანე (ვანო) ალექსის ძე (12.VI.1942, თბილისი-2020). ქართვ. მეცნიერი ინფორმატიზაციის დარგში, თსუ-ის ფილიალის ხელმძღვ. (1986) ტექნ. მეცნ. დოქტორი (1990), საქართვ. საინჟ. აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992) და აკადემიის აკად.-მდივანი, საერთაშ. საინჟ. აკად. (1992) და ინფორმატიზაციის საერთაშ. აკადემიის ნამდვილი წევრი, რუსეთის საბუნებისმეტყველო აკად. ნამდვილი წევრი, სსრ კავშირის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986), სტუ-ის პროფესორი. დაამთავრა: ქ. თბილ. 30-ე საშ. სკოლა (1959) და სტუ-ის გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის ფაკ-ტი, წარჩინებით (1964). სხვადასხვა დროს იყო: საქ. მეცნ. აკად. გამოთვლით ცენტრში (1965–1972); სსრკ მეცნ. აკად. მართვის პრობლემების ინ-ტში; საქ. მეცნ. და ტექნ. სახელმწიფო კომიტეტში, საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტში; საქართვ. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში; საქრთვ. სამეცნ.-სასწ. ცენტრ „ალგორითმის“ დირექტორი (1975-1980); საქართვ. გამოთვლითი ტექნ. და ინფორმატიკის სამეცნ.-კვლ. გაერთიანების დირექტორი (1980-2000); თსუ-ის ელეტრონულ გამოთვლითი მანქანების მათ. უზრუნველყოფის კათედრის ფილიალის ხელმძღვ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება “ალგორითმი”-ში (1986-2006); საქართვ. პრეზიდენტთან არსებული საინჟინრო და სამეცნ.-ტექნ. საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი; საქართვ. ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საზ-ების სწავლული მდივანი; საქ. კპ თბილ. საქალაქო კომიტეტთან არსებული ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის განყ-ების ხელმძღვ., სტუ-ის რექტორის მრჩეველი (2007), სტუ-ის პროფესორი, თეოლოგიის სასწ.-სამეცნ. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. მისი სამეცნ. თემატიკის ინტერესს წარმოადგენდა მეცნ. და ტექნიკის ისტორია, მართვის პრობლემები, მართვის სისტემები, ორგანიზაციული სისტემების აგება და მართვა. არის აქტ. სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. იგი დაჯილდოებული იყო: „ღირსების ორდენით“ (2000); საპატრიარქოს სიგელით; საერთაშ. საინჟ. აკადემიის დიპლომით და სხვა მაღალი ჯილდოთი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 10-ზე მეტი მონოგრაფია. იყო მრავალი სამეცნ. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. ის ავტორია მრავალი სამეცნ. პუბლიკაციისა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი თაოსნობით სტუ-მ არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნ.-ტექნ. წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცა.
თხზ.: Горгидзе, И. (თანაავტორი). (1973). Проблемы построения автоматизированных систем организационного управления. Тб., Мецниереба; Горгидзе, И. (1985). Совершенствование планирования в активных системах. Тб., Мецниереба; გორგიძე, ი. (თანაავტორი). (2020). ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები: [მონოგრაფია[. თბ., ტექნ. უნ-ტი; გორგიძე, ი. (თანაავტორი). (2020). გამოთვლითი ტექნიკა, ავტომატიკა და ციფრული ტექნოლოგიები საქართველოში: [მონოგრაფია]. თბ., ტექნ. უნ-ტი.
ლიტ.: გურგენიძე, დ. (2021). ჩვენი ვანო: [მოგონებები პროფესორ ვანო გორგიძეზე]. თბ., ტექნ. უნ-ტი.